,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N08/04 ერთობლივი ბრძანების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 17 ივლისის N201/02-01 ბრძანებისა და კაფეტერიის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ლორიტა გოგოხიას 2026 წლის 27 ივლისის N16831/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერიის საშტატო განრიგით განსაზღვრულ უფროსის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
3.1. განათლება უმაღლესი განათლება
3.2. სამუშაო გამოცდილება
სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება.
3.3. პროფესიული და ტექნიკური კომპეტენციები
ა) ოპერაციული პროცესების მართვის უნარი
ბ)დოკუმენტაციის წარმოებისა და ანგარიშგების უნარი;
გ)ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უნარები;
დ)MS Office (Word, Excell) - საბაზისო დონეზე.
4. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ბ) დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
გ) დოკუმენტაციის დამუშავების უნარი;
დ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
ე) დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ვ) გუნდური მუშაობის და წერითი კომუნიკაციის უნარი
ზ) კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
თ) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
5. თსუ-ს კაფეტერიის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) კაფეტერიის საქმიანობის ხელმძღვანელობა და მისი გამართული ფუნქციონირების წარმართვა;
ბ)კაფეტერიის თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება, მითითებებისა და სამუშაო დავალებების მიცემა;
გ)კაფეტერიის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
დ)კაფეტერიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება; ე)კაფეტერიის ფუნქციონიერების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების წარდგენა საჭირო მოწყობილობებისა და ინვენტარის შევსების, შიდა სტრუქტურის ოპტიმიზაციის, თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე;
ვ)კაფეტერიის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება;
ზ)კაფეტერიის ფინანსური საქმიანობის ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
6. თსუ კაფეტერიის უფროსის კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 29 ივლისიდან 2026 წლის 3 აგვისტოს 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ,,კაფეტერიის უფროსი’’;
9. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერიის საშტატო განრიგით განსაზღვრულ უფროსის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1 და დანართი 2);
10.ბრძანება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერიის საშტატო განრიგით განსაზღვრულ უფროსის თანამდებობაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
11.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 15 აგვისტოსი.
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, კაფეტერია).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა